Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონის ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესზე ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია."საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველო. თაობების განმავლობაში ეს პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა, რომ ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დაამატა, რომ საქართველო ევროპის კარზე კაკუნს გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG