Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის დე ფაქტო ხელისუფლებამ მაღაროში 17 ადამიანის სიკვდილი დაადასტურა


აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული, სეპარატისტთა ხელში მყოფი რეგიონის, დონეცკის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზასიადკოს მაღაროში აფეთქებამ, სულ მცირე, 16 ადამიანი იმსხვერპლა. იულიანა ბედილოს თანახმად, გრძელდება მაღაროში დარჩენილი 16 მუშის ძებნა. კიევს სურდა რეგიონში მაშველების გაგზავნა, მაგრამ პრემიერ არსენი იაცენიუკის თანახმად, ისინი არ შეუშვეს დონეცკის რეგიონში. ამიტომ, საჯაროდ ვთხოვთ რუსეთის ფედერაციას, უბრძანოს ამ არამზადებს, შეუშვან ჩვენი მაშველები, რათა დაეხმარონ მაღაროელებს, თქვა იაცენიუკმა.

XS
SM
MD
LG