Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრები აცხადებენ, რომ მუშაობენ სამინისტროებს ხარჯების შემცირებაზე


სამინისტროებს ხარჯების შემცირებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა რამდენიმე მინისტრმა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, უწყება წლის განმავლობაში 50-70 ათასამდე ლარის დაზოგვას გეგმავს. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით კი, იქიდან გამომდინარე, რომ მის უწყებაში სპეციალური სამსახურებია, ხარჯების "ერთი ხელის მოსმით" შემცირება რთული იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ოთარ დანელიამ კი განაცხადა, რომ ქამრების შემოჭერა გავრცელდება სატელეკომუნიკაციო ხარჯებზე, საწვავზე, ავეჯზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.

XS
SM
MD
LG