Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ ჯარისკაცთა დედებს უმასპინძლა


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს უმასპინძლა. მინდია ჯანელიძემ 2004 წლის საბრძოლო ოპერაციების დროს, 2008 წლის აგვისტოს ომისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს გაზაფხულის დადგომა და ქალთა თვე მიულოცა. „ ჩვენი გმირი ჯარისკაცების ოჯახებთან ქართულმა ჯარმა კონტაქტი არ უნდა გაწყვიტოს და ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, სისტემატიურად ვუწევთ დახმარებას და მომავალშიც გავუწევთ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჯარისთვის ამ ოჯახებთან ერთად ყოფნა და ზოგადად, იმ ტრადიციის ჩამოყალიბება, რომ ჩვენ დაღუპული მებრძოლების ოჯახებს, მათ შვილებს, მათ დედებს არ ვივიწყებთ. შესაბამისად, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება", - განაცხადა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG