Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა შესაძლოა შეწყვიტოს მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ-ი შესაძლოა „გამოვიდეს მოლაპარაკებებიდან“, თუ ირანთან ვერ მოხერხდება მისაღები შეთანხმების მიღწევა. სატელევიზო ინტერვიუში, რომელიც 8 მარტს გადაიცა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს დასავლეთის სახელმწიფოებს შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ თეირანი არ აპირებს ატომური იარაღის შექმნას. „თუ თეირანი მოიტყუება, ჩვენ საკმაო დრო გვექნება საპასუხო ქმედებისათვის“, - დასძინა ბარაკ ობამამ. ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების შემდგომი რაუნდი 15 მარტს გაიმართება.

XS
SM
MD
LG