Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა ქართველი სამხედროების დაღუპვას


აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა აშშ-ში ორი ქართველი სამხედროს დაღუპვას. საელჩოს მიერ 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში წაიკითხავთ: "ელჩი ნორლანდი და შეერთებული შტატების მთელი საელჩო საშინლად დაამწუხრა ქართველი სამხედრო კადეტების, ბესარიონ გორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ავტოკატასტროფაში, რომელიც გუშინ, ნიუ ჯერსის შტატის მოყინულ სამანქანო გზაზე მოხდა. კადეტები, გორჯოლაძე და მაკარიძე, კონექტიკუტის შტატში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლობდნენ. ისინი სამშობლოს უსაფრთხოების დამცველი პატრიოტები იყვნენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად მიავლინა. შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს კადეტების, გორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და სამხედრო კოლეგებს ამ მძიმე წუთებში".

XS
SM
MD
LG