Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბერუჩაშვილმა მიუსამძიმრა აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახებს


აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა. „მათი შემართება და პროფესიონალიზმი ნამდვილად დააკლდა ჩვენ ქვეყანას“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თამარ ბერუჩაშვილმა. მისი ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო სამსახური მონაწილეობს ყველა საჭირო პროცედურაში, რათა ავტოავარიის შედეგად დაღუპული კურსანტები საქართველოში დროულად გადაასვენონ. აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ ჯერსის შტატში, გასულ შაბათს მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ.

XS
SM
MD
LG