Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ელჩი: ჩეხეთის პარლამენტმა დაიწყო ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია


ჩეხეთში საქართველოს ელჩის, ზაალ გოგსაძის განცხადებით, ჩეხეთის პარლამენტმა დაიწყო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი და პირველ მოსმენაზე მას პარლამენტართა 67-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გოგსაძემ პროცედურა ასე აღწერა: "პარლამენტარების საერთო რაოდენობის 67-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას, რომ ეს დოკუემნტი დაჩქარებული წესით იქნას წარმოდგენილი პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენაზე. შემდეგ, მეორე მოსნემიდან მესამე მოსმენამდე წესდებით არის გათვალისწინებულ ისამი დღე. ხაზი გაესვა იმასაც, რომ ყველაფერი რიგის სამიტამდე უნდა დასრულდეს." მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ ჩეხეთის კომპანია „ენერგო-პროსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიმდინარე ფინანსურმა დავამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ჩეხური მედიის თანახმად, ჩეხური კომპანია უარს ამბობს გადაიხადოს მისთვის დაკისრებული 60 მილიონი დოლარის ჯარიმა, რასაც კომპანია „ენერგო-პროც“ და ჩეხეთის მთავრობაც გაუმართლებლად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG