Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეტანიაჰუს პარტიამ გაიმარჯვა


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში. ხმების თითქმის ბოლომდე დათვლის საფუძვველზე გავრცელებული ინფორმაციით, მემარჯვენე „ლიკუდს“ ერგო, სავარაუდოდ, 30 მანდატი სულ 120-ადგილიან პარლამენტში. ოპოზიციის ლიდერის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ის უკვე ესაუბრა ნეტანიაჰუს და მიულოცა მას არჩევნებში წარმატება. ეგზიტ-პოლების მიხედვით,ჰერცოგის მემარცხენე პარტია „სიონისტთა კავშირს“ სულ 24 საპარლამენტო მანდატი ერგო მაშინ, როცა არჩევნებამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მემარცხენეები დამაჯერებლად ლიდერობდნენ. ახლა ნეტანიაჰუს არ გაუჭირდება მმართველი კოალიციის შექმნა მემარჯვენე და რელიგიურ მოკავშირეებთან ერთად. ის მეოთხე ვადით დარჩება ხელისუფლების სათავეში. მიმომხილველების ვარაუდით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უმძიმეს გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე. წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს ნეტანიაჰუმ პირობა დადო, რომ არ დაუშვებს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას.

XS
SM
MD
LG