Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო "ისლამური სახელმწიფოს" გასამართლებას ითხოვს


გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იუწყება, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა, შესაძლოა, ერაყელი იეზიდების გენოციდი მოაწყვეს. ტერორისტულ გაერთიანებას ასევე სდებენ ბრალს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში. კომიტეტი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. 2014 წლის ივნისში ტერორისტებმა გაანადგურეს ჩრდილოეთ ერაყის დასახლებები და მოკლეს რელიგიური უმცირესობების ასობით წარმომადგენელი, უმეტესწილად იეზიდები. ხოლო ქალებსა და ბავშვებს, ისლამის მიღება დააძალეს. გაეროს ანგარიშს საფუძვლად უდევს ასამდე ინტერვიუ, რომლებიც თვითმხილველებსა და ტერორისტების მსხვერპლებთან ჩაატარეს. ამავე ანგარიშში წერია, რომ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლისას, შესაძლოა, ერაყის მთავრობამაც ჩაიდინა ომის დანაშაული. ​

XS
SM
MD
LG