Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა ლიდერმა რეგიონში აშშ-თან თანამშრომლობა გამორიცხა


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გამორიცხა აშშ-თან ყოველგვარი თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთში. 21 მარტს, ნავროზობისადმი მიძღვნილ გამოსვლაში მან თქვა, რომ აშშ-თან მოლაპარაკება მიმდინარეობს მხოლოდ ბირთვულ სფეროში და სხვაში არაფერში. ქალაქ მაშადში გამოსვლისას, მან ვაშინგტონი დაადანაშაულა, სირიაში, ლიბიაში და ეგვიპტეში არასტაბილურობის მოტანაში. აშშ-ის მიზნები რეგიონულ საკითხებში, ჩვენს მიზნებს ეწინააღმდეგება, თქვა ალი ხამენეიმ. მან ვაშინგტონს ასევე ბრალად დასდო ეკონომიკური ზეწოლის გამოყენება, რათა ირანის ხალხი ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართოს.

XS
SM
MD
LG