Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მეთაურს სურს, უკრაინის დახმარებისთვის ყველა საშუალება იქნეს გამოყენებული


ნატოს მაღალი რანგის გენერალმა, ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს ყველა საშუალება, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვითი იარაღის მიწოდების ჩათვლით. აშშ-ის საჰაერო ფლოტის გენერალმა 22 მარტს ასევე თქვა, რომ დასავლეთმა უნდა უპასუხოს დიპლომატიურ, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკურ ტაქტიკას, რომელსაც იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ. მას რუსეთი არ უხსენებია. მისი თქმით, ნატოს დაზვერვამ აღნიშნა შემაშფოთებელი სამხედრო განვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში. მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების მდგომარეობაზე ილაპარაკა შეშფოთებით.

XS
SM
MD
LG