Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სი-ენ-ენმა“ რუსეთში ახალი სამაუწყებლო ლიცენზია მიიღო


რუსეთმა „სი-ენ-ენს“ ახალი სამაუწყებლო ლიცენზია მისცა მას შემდეგ, რაც თითქმის სამი თვე გავიდა უცხოურ მედიაზე დაწესებული შეზღუდვებიდან. დღეს რუსეთის მედიის მარეგულირებელმა ორგანომ, როსკომნადზორმა, თქვა, რომლიცენზია „სი-ენ-ენს“ 10 წლის განმავლობაში მისცემს ამ ქვეყანაში მაუწყებლობის უფლებას. 2014 წლის 31 დეკემბერს „სი-ენ-ენმა“, - რომელიც რუსეთში 1990-იანი წლებიდან მაუწყებლობს, -მაუწყებლობის შეწყვეტის მიზეზად მედიის შესახებ კანონმდებლობის ცვლილება დაასახელა. შარშან რუსეთმა შემოიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვით მედიასაშუალებას მფლობელთა მხოლოდ 20% შეიძლება უცხოელი იყოს. „სი-ენ-ენის“ მფლობელია ამერიკული ორგანიზაცია „ტაიმ უორნერი“. რუსეთი მას აკრძალვით დაემუქრა იმის მერე, რაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ბელორუსიაში საბჭოთა პერიოდის მემორიალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ეძღვნება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი მონუმენტია. „სი-ენ-ენ-მა“ ამ აზრის გამოთქმისთვის ბოდიში უკვე მოიხადა.

XS
SM
MD
LG