Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ნემცოვის მკვლელობის ადგილი გაწმინდეს ყვავილებისა და სხვა ნივთებისაგან


წუხელ მოსკოვში შავტანისამოსიანი მამაკაცების ჯგუფი მივიდა ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას და გაწმინდა ყვავილებისა და სხვა ნივთებისაგან, რომლებიც იქ ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად იყო მიტანილი. მხარდამჭერები რეგულარულად მიდიოდნენ იმ ადგილას - კრემლთან მდებარე ხიდზე, სადაც ნემცოვი 27 თებერვალს მოკლეს და ამ იმპროვიზირებულ მემორიალთან მიჰქონდათ ყვავილების თაიგულები, სანთლები, ნემცოვის ფოტოსურათები. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ ყრიან წუხელ, ადგილობრივი დროით ღამის 2 საათისთვის შავტანისამოსიანი მამაკაცები ყვავილებს, სანთლებს და სხვა ნივთებს პოლიეთილენის დიდ პარკებში. რამდენიმე დღით ადრე ნემცოვის მკვლელობის ადგილი წაბილწა მანამდე უცნობმა ჯგუფმა, რომელიც თავს „გამათავისუფლებელ მოძრაობა სერბ“-ს უწოდებს.

XS
SM
MD
LG