Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთსა და რუსეთში სმოლენსკის ავიაკატასტროფის წლისთავს აღნიშნავენ


პოლონეთში დღეს აღნიშნავენ რუსეთში ხუთი წლის წინანდელი ავიაკატასტროფის წლისთავს. 2010 წლის ათ აპრილს სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომისას ავარია განიცადა თვითმფრინავმა, რომელშიც იმყოფებოდნენ პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, მისი ცოლი, ასევე ცენტრალური ბანკის მმართველი, არმიის მაღალი მეთაურები და სხვამაღალი თანამდებობის პირები. თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. პოლონეთის დელეგაცია რუსეთში მიემგზავრებოდა, რათა პატივი ეცა კატინში მსოფლო ომის დროს საბჭოთა საიდუმლო სამსახურის მიერ დახოცილი ათასობით პოლონელი სამხედროსა და ინტელექტუალის ხსოვნისთვის. საკუთრივ ავარიის ადგილას, რუსეთში, გაიმართება სამგლოვიარო ცერემონია. ავიაკატასტროფის საქმეს პოლონეთი კვლავ იძიებს. 27 მარტს პოლონეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ გეგმაში აქვს ბრალი წაუყენოს რუს ავიადისპეჩერებსაც, რომლებიც, მისი აზრით, პასუხისმგებლობას იზიარებენ მომხდარისთვის მფრინავებთან ერთად .

XS
SM
MD
LG