Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პავლო კლიმკინი - მოლაპარაკებები ბერლინში "ძალიან მძიმე" იყო


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ ბერლინში გამართული მოლაპარაკებები „ძალიან მძიმე“ იყო. კლიმკინის თანახმად, ბერლინში ვერ მოხერხდა რიგ საკითხებზე პოზიციების შეთანხმება. პავლო კლიმკინმა აღნიშნა, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ წევრები მზად არიან დონბასში მშვიდობისმყოფელების შესაყვანად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინამ მართლაც დააყენა კონფლიქტის ზონაში მშვიდობისმყოფელების განთავსების საკითხი. ლავროვის სიტყვებით, „ამ იდეამ ვერ ჰპოვა განვითარება“.

XS
SM
MD
LG