Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სამოქალაქო ომმა 222 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა


უფლებადამცველების მონაცემებით, სირიაში 222 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ოთხწლიანი სამოქალაქო ომის მსვლელობაში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ აცხადებს, რომ 2011 წლის მარტში სირიაში ამბოხების დაწყების შემდეგ აღრიცხული აქვს 222 271 ადამიანის სიკვდილი. დაპირისპირება დაიწყო სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლებით, რომლებიც სასტიკად ჩაახშეს უშიშროების ძალებმა. მოგვიანებით დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.

XS
SM
MD
LG