Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში 15 ადამიანი დაიღუპა საჰაერო იერიშით გამოწვეული აფეთქებების შედეგად


იემენის დედაქალაქ სანაში, სულ ცოტა, 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა აფეთქებებისას, რომლებიც მოჰყვა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით განხორციელებულ საჰაერო რეიდს. იერიშის შედეგად რაკეტების საწყობი აფეთქდა და განადგურდა ახლოს მდებარე სახლები და ავტომანქანები. დაღუპულების უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. საერთაშორისო კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ახორციელებს საჰაერო იერიშებს შიიტი მეამბოხეების, ჰუთიტების წინააღმდეგ, რომლებმაც შარშან დაიპყრეს სანა და ახლა იბრძვიან სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ ადენის ასაღებად. საერთაშორისო კოალიციის საჰაერო იერიშებმა შეძლო მეამბოხეთა წინსვლის შეჩერება.

XS
SM
MD
LG