Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებადამცველ ინტიკამ ალიევს


აზერბაიჯანში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უფლებადამცველ ადვოკატს, ინტიკამ ალიევს, რომელსაც წაყენებული ჰქონდა ფინანსური დანაშაულის ბრალდება. ის პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს თავის სამართლებრივ დევნას. 22 აპრილს ბაქოში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო გადასახადებისათვის თავის არიდებაში, უკანონო მეწარმეობასა და თანამდებობით ბოროტად სარგებლობაში და იმავე დღეს გამოუტანა ვერდიქტი. ალიევი, რომელიც აგვისტოში დააკავეს, აცხადებს, რომ სამართლებრივი დევნით სჯიან იმის გამო, რომ 200-ზე მეტი საქმე ჩაიტანა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

XS
SM
MD
LG