Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლის თანახმად ნურსულთან ნაზარბაევი ხმათა 97 %-ს მიიღებს


ყაზახეთში საარჩევნო უბნებთან ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხმათა დაახლოებით 97%-ს აგროვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა აქტიურობა სარეკორდოდ მაღალი იყო. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 95 %-მა მეტმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ყაზახი ხალხი, პირველ რიგში, ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას; მეორე მხრივ, სახელმწიფოს სტაბილურობას და ისეთი პოლიტიკის მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა ჩემი ხელმძღვანელობით ატარებდა“, - განაცხადა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ 74 წლის ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც ყაზახეთს 25 წლის განმავლობაში მართავს. მისი მეტოქეები თურგუნ სიძიკოვი და აბელგაზი კუსაინოვი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მთავრობის მომხრე პოლიტიკოსები არიან, რომლებიც თავიანთი მონაწილეობით კონკურენტული არჩევნების ილუზიის შექმნას ცდილობდნენ.

XS
SM
MD
LG