Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3900-მდე მიგრანტი გადაარჩინეს ლიბიის მიმდებარე წყლებში


იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ლიბიის სანაპიროსთან გემზე მაშველებმა გადაარჩინეს 3960 მიგრანტი. გადარჩენილი მიგრანტები იტალიაში წაიყვანეს, მათი მოქალაქეობა ჯერჯერობით დაუდგენელია. იტალიის ხელისუფლების განცხადებით, 2 მაისს ჩატარდა 17 სხვადასხვა სამაშველო ოპერაცია - მას შემდეგ, რაც ადამიანთა ტრეფიკინგში ჩართულმა პირებმა კარგი ამინდით ისარგებლეს და მიგრანტები აფრიკიდან გაიყვანეს თევზაობისთვის განკუთვნილი და რეზინის მოტორიზებული ნავებით. მიმდინარე წელს სულ მცირე 1750 ადამიანი დაიღუპა, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას. გასულ თვეში 800-მდე მიგრანტი დაიხრჩო, ლიბიასთან ახლოს მათი ნავის გადაყირავების შედეგად.

XS
SM
MD
LG