Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატი კენჭს უყრის ინიციატივას ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების შესახებ


გავრცელებული ცნობებით, სენატი 7 მაისს კენჭისყრას გამართავს რესპუბლიკელი კანონმდებლების ინიციატივაზე, რომელიც კონგრესს მიანიჭებს უფლებამოსილებას განიხილოს მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასა და ირანს შორის მოლაპარაკების პროცესში მყოფი ბირთვული შეთანხმება. პროექტი აშშ-ის კონგრესს ანიჭებს უფლებამოსილებას უფრო მკაცრი წესები დაუწესოს თეირანს. თუ ირანთან საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, ეს ინიციატივა 30 დღით შეაჩერებს ირანისთვის აშშ-ის სანქციების მოხსნის პროცესს, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში კონგრესს საშუალება ექნება დაამტკიცოს ან უარყოს საკუთრივ შეთანხმება. თეირანი კრიტიკით ხვდება ამ ინიციატივას და აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მუშაობენ მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან და არა რომელიმე ერთი ქვეყნის კანონმდებლებთან. გასულ კვირაში რესპუბლიკელ სენატორებს შორის უთანხმოება წარმოშვა პროექტში შეტანილმა შესწორებებმა. მათგან ბევრი სახიფათოდ მიიჩნიეს, რადგან ივარაუდეს, რომ მათ დემოკრატების ნაწილი მხარს არ დაუჭერს და, ამავე დროს, ისინი გამოიწვევს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხრიდან ვეტოს გამოყენებას.

XS
SM
MD
LG