Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთში ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა


ქობულეთში სამი ბავშვი დაიღუპა სასტუმროში ხანძრის შედეგად. ისინი იყვნენ რუსთავიდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლის წევრები. შენობიდან უვნებელი გამოიყვანეს 30-ზე მეტი ადამიანი - ბავშვები, მშობლები და ანსამბლის ხელმძღვანელები. ზოგი ცნობით, დაღუპულები - 12 წლამდე ასაკის ბავშვები - ოთახში იყვნენ ჩაკეტილი და თავის გადარჩენა ვერ შეძლეს. ანსამბლმა გუშინ გამართა კონცერტი ბათუმში და დღეს აპირებდა რუსთავში დაბრუნებას. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მწუხარება გამოთქვეს ბავშვების დაღუპვის გამო და მიუსამძიმრეს მათ ოჯახებს. მიმდინარეობს ხანძრისა და ბავშვების დაღუპვის მიზეზების გამოძიება.

XS
SM
MD
LG