Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის სანაპიროსთან თავდასხმა მოხდა თურქეთის სატვირთო გემზე


თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმად, თურქეთის სატვირთო გემის კაპიტანი მოკლეს და ეკიპაჟის არაერთი წევრი დაჭრეს ლიბიის ნაპირთან გემზე თავდასხმის შედეგად. ცნობით, 11 მაისს გემმა ესპანეთი დატოვა და მიემართებოდა ლიბიის ნავსადგურ ტობრუკისკენ, როცა მას საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს ნაპირიდან. ეს მოხდა ათ მაისს, როცა გემი საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა. გემის შებრუნების შემდეგ მასზე საჰაერო იერიში იქნა მიტანილი. ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული, აღმოსავლეთის სანავსადგურო ქალაქ ტობრუკში გამაგრებული მთავრობის კანონმდებლის თანახმად, ლიბიის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სატვირთო გემს, რომელიც ნებართვის გარეშე შევიდა ტერიტორიულ წყლებში, და რომლის ერთი მეზღვაური მოკლეს. ლიბიის სააგენტოს მოჰყავს სამხედრო პირის ნათქვამი, რომ გემს ცეცხლი გაუხსნეს, როცა ის მიემართებოდა ჯიჰადისტების ხელში მყოფი ქალაქის დერნასკენ.

XS
SM
MD
LG