Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს რეიტინგი: „ოცნება“ - 24%, „ნაციონალები“ – 16%, „არ ვიცი“ – 27%


NDI-ს კვლევისას გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. ამ კითხვაზე "არ ვიცი" უპასუხა გამოკითხულთა 27%-მა. ამის შემდეგ მოდის კოალიცია "ქართული ოცნება 24%-ით და"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%. რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% - "პატრიორტთა ალიანსს", 3% - "ლეიბორისტულ პარტიას".კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

XS
SM
MD
LG