Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: ახლა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პერიოდიაუკრაინის შეთანხმების შესასრულებლად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ 13 მაისს მოსკოვი გააფრთხილა, რომ ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია აღმოსავლეთ უკრაინაში საზავო შეთანხმების შესასრულებლად. კერი ამ განცხადებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ. თურქეთში მიმდინარე შეხვედრაზე, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, კერიმ განაცხადა, ახლა „მნიშვნელოვანი მომენტია საიმისოდ, რომ რუსეთმა და სეპარატისტებმა მინსკის შეთანხმება შეასრულონო.“ ორდღიან შეხვედრას თურქეთის ქალაქი ანთალია მასპინძლობს, განსახილველი თემებია უკრაინის კრიზისი და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი არასტაბილური ვითარება, სირიის და ერაყის ჩათვლით. კერიმ 12 მაისი გაატარა სოჭში, სადაც მან და პუტინმა უკრაინის შესახებ ისაუბრეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და აღმოსავლეთ უკრაინიდან უნდა გაიყვანოს სამხედროები და მძიმე შეიარაღებაო. „დადგა მოქმედების მომენტი. მინსკის შეთანხმების შესრულება სასწრაფო ამოცანააო“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG