Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გამართავს მანევრებს ბელორუსიის, ინდოეთის, ჩინეთისა და მონღოლეთის ჯარებთან ერთად


2015 წლის მეორე ნახევარში რუსეთის სახმელეთო ძალები შეუერთდებიან ბელორუსიის, ჩინეთის, ინდოეთისა და მონღოლეთის სამხედრო მოსამსახურეებს ერთობლივი მანევრების ჩასატარებლად. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში შეხვდა რუსეთის მაღალჩინოსან სამხედრო პირებს. კრემლის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ წვრთნა მოიცავს სამშვიდობო და ანტიტერორისტულ ოპერაციებს. მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა უკრაინის კრიზისის გამო, კრემლი ცდილობს გააღრმაოს ურთიერთობა ჩინეთსა და ინდოეთთან. ჩინეთისა და ინდოეთის პრეზიდენტები 9 მაისს ჩავიდნენ მოსკოვში, სადაც დაესწრნენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს. დასავლეთის ლიდერებმა აღლუმს ბოიკოტი გამოუცხადეს.

XS
SM
MD
LG