Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და ევროკავშირი აპირებენ „ჰიბრიდულ ომთან“ ბრძოლის გააქტიურებას


ნატო და ევროკავშირი აპირებენ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ებრძოლონ „ჰიბრიდულ ომს“, რომელსაც, მათი შეფასებით, რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოაცხადა თურქეთში, ქალაქ ანთალიაში, ორდღიანი მინისტერიალის დასასრულს. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია ისე, რომ მისი ჯარისკაცები არ იყვნენ შემოსილი ოფიციალური სამხედრო ფორმებით. დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს ასევე, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში ეხმარება სეპარატისტებს იარაღით და ცოცხალი ძალით. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას. რუსეთს ბრალად დებენ, რომ „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს, როცა ერთდროულად იყენებს კლასიკურ სამხედრო ძალას პარტიზანულ ტაქტიკასთან ერთად, ისევე როგორც კიბერიერიშებს და აგრესიულ პროპაგანდას.

XS
SM
MD
LG