Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დასრულდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი


რიგაში ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის მეორე, დასკვნითი დღე მიმდინარეობს. ევროკავშირის ხელმძღვანელობა პროგრამის ექვს წევრ-მონაწილეს არწმუნებს, რომ ბრიუსელი, როგორც ყოველთვის, მზადაა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის. პროგრამის წევრები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსია. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ არ არის ინსტრუმენტი ევროკავშირის გაფართოებისა, ის გულისხმობს ევროპულ ბლოკთან დაახლოებას.

XS
SM
MD
LG