Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგეტიკის უწყება ირანს მოუწოდებს, გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო თეირანს მოუწოდებს, გააღრმაოს მასთან თანამშრომლობა ირანის ბირთვული პროგრამის კვლევის პროცესში. სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ირანმა მას მიაწოდა ინფორმაცია, მაგრამ საჭიროა, პასუხის გასცეს შეკითხვებს და ექსპერტთათვის ხელმისაწვდომი გახადოს პარჩინის სამხედრო ბაზა. დასავლეთის ოფიციალური პირები ირანს აბრალებენ პარჩინის ბაზაზე საცდელი აფეთქებების ჩატარებას, რაც, მათი ვარაუდით, დაკავშირებულია ატომური იარაღის განვითარებასთან. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის ფონია მსოფლიოს ექვს ქვეყანასა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარკებები მის ბირთვულ პროგრამაზე.

XS
SM
MD
LG