Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას წარმომადგენელი: რუსეთმა და ყატარმა შესაძლოა დაკარგონ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება


ფიფას წარმომადგენლის განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნების შერჩევის პროცესს თან კორუფცია ახლდა, რუსეთს და ყატარს შესაძლოა ჩამოერთვათ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის უფლება. ფიფას სააუდიტო კომიტეტის თავმჯდომარის, დომენიკო სკალას ეს სიტყვები წარმოადგენს ფიფას მაღალჩინოსნის პირველ განცხადებას ამგვარი შინაარსით. „თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ყატარმა და რუსეთმა ეს უფლება მხოლოდ ქრთამების მეშვეობით მოიპოვეს, მაშინ ის შესაძლოა გაუქმდესო“ - აცხადებს სკალა ინტერვიუში, რომელიც 7 ივნისს გამოქვეყნდა შვეიცარიის გაზეთ ზონტაგსცაიტუნგში. თუმცა სკალა დასძენს, რომ „ამგვარი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი.“ შვეიცარიის პოლიციამ 27 მაისს დააპატიმრა ფიფას შვიდი ოფიციალური პირი, კორუფციის შესახებ აშშ-ის მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველზე. პარალელურად, შვეიცარიამ დაიწყო გამოძიება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების უფლების მინიჭებაზე რუსეთისთვის და ყატარისთვის, შესაბამისად. ფიფას პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა 2 ივნისს განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას მისი ორგანიზაციის გარშემო მიმდინარე სკანდალების ფონზე.

XS
SM
MD
LG