Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამური სახელმწიფო" გატაცებულ გოგოებს "კოლოფი სიგარეტის ფასად" ყიდის


გაეროს მომხსენებლმა სექსუალური ძალადობის საკითხებზე 8 ივნისს განაცხადა, რომ ექსტრემისტული ორგანიზაციის - „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების მიერ ერაყსა და სირიაში გატაცებულ არასრულწლოვან გოგოებს მონათა ბაზრებზე ყიდიან „ერთი კოლოფი სიგარეტის ფასადაც კი“. ზაინაბ ბანგურამ ერაყი და სირია აპრილში მოინახულა და მას შემდეგ მუშაობს სამოქმედო გეგმაზე ექსტრემისტების მიერ გატაცებული ათასობით (3000-5000) გოგოს მიმართ არსებული სექსუალური ძალადობის საფრთხის დასაძლევად. არასრულწლოვანი გოგოების გატაცება იქცა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მებრძოლთა მიზიდვის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად. ერაყსა და სირიაში უცხოელი მეომრების რაოდენობა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რეკორდულად გაიზარდა. „ასე მიიზიდავენ ისინი ახალგაზრდა კაცებს - „გვყავს ქალები თქვენთვის - ქალწულები, რომლებზეც შეგიძლიათ დაქორწინდეთ““, - უთხრა ზაინაბ ბანგურამ „ფრანს პრესს“. გაეროს მომხსენებლის განცხადებით, უცხოელი მეომრები „იტაცებენ ქალებს დაპყრობილ ტერიტორიებზე და ამრიგად აქვთ, არ მინდა ასე ვთქვა, მაგრამ - განახლება, ჰყავთ ახალი გოგოები“. ზაინაბ ბანგურას თანახმად, გოგოებს ყიდიან „ერთი კოლოფი სიგარეტის ფასადაც კი“, ან რამდენიმე ასეულ დოლარად, ათას დოლარამდე.

XS
SM
MD
LG