Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება С ჰეპატიტზე შემოწმების პროცესი


გრძელდება С ჰეპატიტის უფასო სკრინინგის პროგრამა საქართველოს ცხრა რეგიონში. პროგრამა ამოქმედდა ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2015 წლის 27 ივლისიდან და გაგრძელდება ათი სამუშაო დღის განმავლობაში. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩაიტაროს უფასო სკრინინგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში – ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში,ზუგდიდში, ამბროლაურში, ახალციხეში, გორსა და თელავში. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სწრაფი ტესტის მეშვეობით ყველა მსურველს გამოიკვლევენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში მსგავსი აქცია თბილისსა და რუსთავშიც გაიმართება.

XS
SM
MD
LG