Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში აფეთქება მოხდა ნავთობსადენზე


თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, შირნაკის პროვინციის შემოგარენში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რომლითაც ერაყიდან თურქეთს ნავთობი მიეწოდება. მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის ლოკალიზება და ნავთობის გაჟონვის საფრთხე ამ დროისთვის აღარ არსებობს. ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ თანერ ილდიზის განცხადებით, ეს დივერსიული აქტი ქურთმა სეპარატისტებმა განახორციელეს. მისივე თქმით, სეპარატისტულ-ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.

XS
SM
MD
LG