Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა


აშშ-მა დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთისა და უკრაინის ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. მათ შორის სანქციები დაუწესდათ - ყირიმის პორტის ოპერატორ კომპანიებს, უკრაინის ხელისუფლების ყოფილ წევრებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 30 ივლისის განცხადებით, შავ სიაში შეიყვანეს 26 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ გაეყინებათ ნებისმიერი ქონება, რომელიც შეიძლება აშშ-ის იურისდიქციის ფარგლებში ჰქონდეთ. შავ სიაში შეყვანილ პირებთან ბიზნესის კეთება ეკრძალებათ ამერიკელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, ახალი სანქციების მიზანია მოქმედი სანქციების ეფექტიანობის ხელშეწყობა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოეთის საკუთრების კონტროლის ოფისის დირექტორმა ჯონ სმითმა განაცხადა: „დღევანდელი ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩვენს პრინციპულ პოზიციას - შევინარჩუნოთ რუსეთზე ზეწოლა, რადგან ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის ხელშეწყობით“.

XS
SM
MD
LG