Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვართან ძალადობისას ექვსი ადამიანი დაჭრეს


ექვსი ადამიანი დაიჭრა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვართან, სადაც მეორე დღეა გრძელდება დაპირისპირება ყირგიზული და ტაჯიკური სოფლების მოსახლეებს შორის. შეტაკებების გამო ქალები და ბავშვები გაიქცნენ საზღვრის ყირგიზულ მხარეს მდებარე სოფლიდან. შიშობენ, რომ დაპირისპირება შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს და ვეღარ გაკონტროლდეს. ყირგიზეთ-ტაჯიკეთის და ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვრებთან, რომლებიც ნაწილობრივ დავის საგანია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ნელდება დაძაბულობა. მაგრამ ბოლო თვეებში ის გამწვავდა, მოხდა არაერთი ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეების და მესაზღვრეების მონაწილეობით. ბოლო შეტაკებები დაიწყო 3 აგვისტოს, როცა ტაჯიკური სოფლის მოსახლეობამ სასაფლაოსაკენ მიმავალი გზა დაუბლოკა ყირგიზული სოფლის მკვიდრთ. საპასუხოდ ყირგიზებმა წყალი გადაუკეტეს ტაჯიკების სოფელს. საზღვართან თავი მოიყარა 200-მდე ადამიანმა და ერთმანეთს ქვების სროლა დაუწყო. 4 აგვისტოს ბრბო 500-ს კაცამდე გაიზარდა. ქვების სროლის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი ორივე მხარეს. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად, ტაჯიკი ოფიციალური პირების განცხადებით, დაიჭრა ტაჯიკეთის ექვსი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG