Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინიდან შეტაკების შესახებ იუწყებიან


უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირის ცნობით, ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა დონეცკის ოლქში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ბრძოლის შედეგად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა შეძლეს ქალაქ სტაროჰნატივკაზე კონტროლის შენარჩუნება, სეპარატისტების თავდასხმის მიუხედავად. სტაროჰნატივკა მდებარეობს დაახლოებით შუა გზაზე სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ დონეცკსა და კიევის ხელში მყოფ მარიუპოლს შორის. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ კიევში უთხრა ჟურნალისტებს, რომ წუხელ უკრაინის პოზიციებს შეუტია 400-მდე სეპარატისტმა, 10 ტანკისა და 10 ჯავშანტრანსპორტიორის მხარდაჭერით. ლისენკოს ინფორმაციით, მოწინააღმდეგის რიგებში მნიშვნელოვანი დანაკარგია. ამასობაში, დონეცკელი სეპარატისტების თავდაცვის მინისტრმა, ედუარდ ბასურინმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა შეაჩერეს უკრაინის ჯარები ამავე რეგიონში წინსვლის მიღწევის მცდელობისას. ბასურინის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაკარგეს ორი ტანკი, ერთი ჯავშანტრანსპორტიორი და ერთი სამხედრო სატვირთო ავტომანქანა.

XS
SM
MD
LG