Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთს სურს ირანის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა


ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ფილიპ ჰამონდი აცხადებს, რომ ლონდონს სურს თანამშრომლობა ირანის ცენტრალურ ბანკთან, რათა ბრიტანეთის ბანკებს გაუადვილდეს საფინანსო ურთიერთობები ირანთან და ინვესტიციები ამ ქვეყანაში, დიპლომატიური ურთიერთობის განახლების შემდეგ. ჰამონდმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 23 აგვისტოს თეირანში, ირანის ცენტრალური ბანკის მმართველთან, ვალიოლაჰ სეიფთან შეხვედრისას. მანამდე ჰამონდმა კვლავ გახსნა ირანში ბრიტანეთის საელჩო, რომელიც ოთხი წელი დახურული იყო მასში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ. ბრიტანელი მისინტრის განმარტებით, ბრიტანეთის კომერციულ და სამრეწველო წრეებში დიდია ინტერესი ირანთან ურთიერთობის მიმართ, რაც უკავშირდება თეირანისათვის დაწესებული სანქციების გაუქმების პერსპექტივას, ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამასობაში, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ისნამ“ გაავრცელა ცნობა, რომ 23 აგვისტოს კვლავ გაიხსნა ლონდონში ირანის საელჩოც.

XS
SM
MD
LG