Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს იმიგრაციის კანონის გამკაცრებას


ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯოს იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, არალეგალურად მუშაობენ. იმიგრაციის კანონის პროექტში, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში შემოდგომაზე შევა, ასევე საუბარია სანქციებზე რესტორნებისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიების მიმართ, რომლებიც არალეგალურ მიგრანტებს ქირაობენ. ასეთ ობიექტებს ჩამოერთმევათ ლიცენზია. ალტერნატიული სასჯელის ზომები ითვალისწინებს ჯარიმას და ასევე ხელფასის კონფისკაციას. კანონპროექტის ავტორები მუშაობენ იმაზეც, რომ კანონში შესული ცვლილებები ასევე შეეხოს ტაქსის მძღოლებს.

XS
SM
MD
LG