Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და აშშ შეშფოთებულია სირიაში რუსეთის სამხედრო მონაწილეობით


აშშ-ი და ნატო შეშფოთებული არიან სირიაში რუსეთის სამხედრო ჩარევის გაზრდის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციით. პრაღაში 9 სექტემბერს მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის მონაწილეობა არ შეუწყობს ხელს სირიაში კონფლიქტის მოგვარებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სატელეფონო საუბარში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართა, მოუწოდა რუს კოლეგას გაითვალისწინოს ეს შეშფოთება. „თუ ცნობები რუსეთის სირიის ხელისუფლებისადმი სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ძალადობას სირიაში“, -აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებმაც სირიის მნიშვნელოვანი ნაწილი იგდეს ხელთ, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდირებას აუცილებლად მიიჩნევს სერგეი ლავროვიც. თუმცა, რუსეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის პოლიტიკიდან წასვლას სირიის კონფლიქტის დასრულების წინაპირობად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG