Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილმა ხელი მოაწერა სადავო კანონს „ეროვნული ბანკის“ შესახებ


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის" შესახებ სადავო კანონპროექტს ხელი მოაწერა. საქართველოს პარლამენტმა 3 სექტემბერს, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და მის მიერ გამოყენებული ვეტო დაძლია. "საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის აპარატის უფროსმა დავით პატარაიამ. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG