Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია რუსეთს აკრიტიკებს სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერისათვის


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთს მოუწოდებს, ნუ გაააქტიურებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერას. როგორც შტაინმაიერი აღნიშნავს გერმანიის მედიასთან ინტერვიუში, არ უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელიც შეუძლებელს გახდის საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ მოქმედებას. მინისტრი გამოთქვამს იმედს, რომ მოსკოვი არ ცდილობს „სირიაში სამოქალაქო ომის გახანგრძლივებას“. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა 11 სექტემბერს აღიარა რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაძლიერება სირიაში და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, კვლავ გახსნას რუსეთთან კომუნიკაციის არხები „არასასურველი ინციდენტების“ თავიდან ასაცილებლად. აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო სარდლობებს შორის კომუნიკაცია შეჩერებულია მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო.

XS
SM
MD
LG