Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გამოეთიშა ევროპის ჩემპიონატს


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა. იგორ კოკოშკოვის გუნდი მერვედფინალში ლიტვასთან დამარცხდა ანგარიშით - 85:81. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა. ლიტვის ნაკრები მეოთხედფინალში იტალიას 16 სექტემბერს დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში ისრაელი დაამარცხა.

XS
SM
MD
LG