Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელი. შესაბამისი გადაწყვეტილება 16 სექტემბერს, საღამო ხანს გამოაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა. უგულავას სარჩელი ეხებოდა წინასწარი პატიმრობის ცხრათვიან ვადას და ზოგ სხვა საკითხს: თბილისის ყოფილი მერი 14 თვეზე მეტია, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ცხრა თვეს არ უნდა აღემატებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს არ აწერს მოსამართლე მერაბ ტურავა, არაკონსტიტუციურად ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების საკმარისი საფუძველის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ გატარებული ნებისმიერი სისხლის სამართლის ფარგლებში." სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG