Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრების უმრავლესობა შეთანხმდა მიგრანტთა კვოტებზე


ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს მიგრანტების განაწილებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ლუქსემბურგმა „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 120 ათასი ადამიანის განაწილების საკითხზე. გეგმა, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, დაამტკიცეს ოთხი ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად. ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მილან ხოვანეცის განცხადებით, ჩეხეთმა, უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა ხმა მისცეს გეგმის წინააღმდეგ, ხოლო ფინეთმა თავი შეიკავა. ევროპა იღებს მიგრანტების უდიდეს ნაკადს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მარტო წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩავიდა ნახევარ მილიონზე მეტი მიგრანტი. მათგან ბევრი გაურბის კონფლიქტებს სირიაში, ერაყსა და ავღანეთში.

XS
SM
MD
LG