Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან, ირანთან და ერაყთან ერთად ებრძვის ტერორისტებს


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა, რუსეთი, ირანი და ერაყი ერთად ებრძვიან ტერორიზმს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ 4 ოქტომბერს გაავრცელა ასადის განცხადება, რომ ოთხმა ქვეყანამ „უნდა მიაღწიოს წარმატებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი რეგიონი განადგურდება“. ამ თემაზე ასადის განცხადება პირველად გავრცელდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 30 სექტემბერს დაიწყო საავიაციო იერიშები სირიაში მეამბოხეების პოზიციებზე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რუსეთის სამხედრო კამპანიას „მძიმე შეცდომა“ უწოდა - ზომები, რომლებიც სრულიად მიუღებელია თურქეთისათვის. ერდოანის ვარაუდით, საჰაერო იერიშები "რეგიონში რუსეთის იზოლაციას" გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG