Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: გასულ წელს ნატომ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს


გასულ წელს ნატომ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრამდე: "ჩვენ ახალი სასწავლო ცენტრი გავხსენით, რომელმაც პირველ წვრთნას უკვე უმასპინძლა. ჩვენ ახლა მომავალ წელზე და ნატოსა და საქართველოს შორის შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს გუშინ, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ.

XS
SM
MD
LG