Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი თავდაცვის 2016 წლის ხარჯების შესახებ


აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი თავდაცვის 2016 წლის ხარჯების შესახებ, რომელშიც 300 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკაში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი. მისი სიტყვებით, დოკუმენტი აშშ-ის თავდაცვის მინისტრს აძლევს საშუალებას სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით ამ თანხის შესაბამისი სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას: „ამ თანხიდან 50 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის შეიარაღებისთვის“, - წერს ჩალი თავის „ფეისბუკის“ გევრდზე. უფრო კონკრეტულად, კიევს შესაძლოა გადაეცეს უპილოტო თვითმფრინავები. გარდა ამისა, თანხის ნაწილი, სავარაუდოდ, მოხმარდება უკრაინის სამხედროების სწავლებას. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ხარჯები 2016 წლისთვის მთლიანობაში შეადგენს 612 მილიარდ დოლარს.

XS
SM
MD
LG