Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა მოიერიშემ ქაბულში კოალიციის კოლონა ააფეთქა


11 ოქტომბერს ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა კოალიციის სამხედრო კოლონის განადგურების მიზნით. როგორც ქაბულის პოლიციის უფროსმა აბდულ რაჰმა რაჰიმიმ განაცხადა, აფეთქების შედეგად დაიჭრა სამი ავღანელი სამოქალაქო პირი, კოალიციის ორი შეჯავშნული მანქანა კი მწყობრიდან გამოვიდა. თუმცა, ნატოს სარდლობას არ გაუვრცელებია ცნობა დაჭრილების ან დაღუპულების შესახებ. 11 ოქტომბრის იერიშზე პასუხიმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელმაც ბოლო ხანს საკმაოდ გაახშირა თავდასხმები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორი კვრის წინ ექსტრემისტებმა რამდენიმე დღით ქალაქ ყუნდუზის დაკავებაც კი შეძლეს.

XS
SM
MD
LG