Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზავის მიუხედავად მოკლეს უკრაინელი ჯარისკაცი


აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში მოკლეს უკრაინელი ჯარისკაცი - იმის მიუხედავად, რომ სექტემბრის შემდეგ იქ მოქმედებს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეპან პოლტორაცკის თქმით, ინციდენტი მოხდა 13 ოქტომბერს, სოფელ ავდეევკასთან, რომელსაც მთავრობის ჯარი აკონტროლებს. მინისტრის ცნობით, ქვემეხებიდან სროლა სეპარატისტებმა დაიწყეს. ავდეევკა დონეცკის ჩრდილოეთით მდებარეობს.

XS
SM
MD
LG